Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დეშამი:“ იუვენტუსში ფრეც კი კატასტროფად ითვლება…“

იუვენტუსის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა და ამჟამად საფრანგეთის ნაკრების თავკაცმა დიდიე დეშამმა ბელგიასთან მატჩის წინ, რომელიც 7 ოქტომბერს, იუვენტუსის სტადიონზე გაიმართება, ტურინულ გრანდზე კომენტარი გააკეთა.

„იუვენტუსი დიდებული გუნდია, რომელიც შესანიშნავად არის ორგანიზებული. რიგითი თანამშრომლიდან დაწყებული გუნდის პრეზიდენტით დამთავრებული ყველამ იცის, თუ რა უნდა გააკეთოს.

„ბიანკონერის რიგებში წარმოუდგენელი გამარჯვების კულტურაა. იქ ფეხბურთელებს თავის გასამართლებელი არანაირი საბუთი არ აქვთ. როდესაც იუვე ფრეს თამაშობს, ეს ნამდვილი კატასტროფაა, წაგება კი ცუნამის ტოლფასია…“