Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დეშამი:“ რაბიოს იუვენტუსის მენტალობა დაეტყო“

იუვენტუსის ყოფილმა ფეხბურთელმა და დღეისათვის საფრანგეთის თავკაცმა დიდიე დეშამმა ადრიენ რაბიოს შესახებ ისაუბრა.

„რაბიოს ტექნიკური მახასიათებლები არასოდეს აკლდა, მაგრამ იუვენტუსში მან დაცვაში თამაში საგრძნობლად გააუმჯობესა.

„ამის გარდა, რაბიოს იუვენტუსის გამარჯვებულის მენტალობა უკვე კარგად ეტყობა. ტურინში ყველა თამაშში მხოლოდ გამარჯვებას აქვს მნიშვნელობა და ეს ფეხბურთელის მიდგომას შეხვედრის მიმართ რადიკალურად ცვლის. დღეისათვის ის სრულყოფილი ფეხბურთელია.“