Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

დეშამი:“ რაბიო სულ სხვა ფეხბურთელია“

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა იუვენტუსის ნახევარმცველის, ადრიენ რაბიოს შესახებ ისაუბრა.

„რაბიომ იუვენტუსში გადასვლის შემდეგ ძალიან მოუმატა, ის ახლა სულ სხვა ფეხბურთელია. თავიდან ტურინში მას გარკვეული პრობლემები ჰქონდა, თუმცა დროთა განმავლობაში მან თავისი უდიდესი ტალანტის გამოვლენა მოახერხა.

„ახლა მას ბოლომდე ვენდობით და ვიცით, რომ რაბიო იმედებს არ გაგვიცრუებს. ის მზად არის, რომ მწვრთნელის ყველა მითითება შეასრულოს და მისი უნარი, რომ სხვადასხვა პოზიციაზე ადაპტაცია მოკლე დროში გაიაროს, ძალიან გვეხმარება.

„მოგეხსენებათ იუვენტუსს თავადაც კარგად ვიცნობ. როდესაც შენ ტურინში ხარ, აკეთებ იმას, რასაც მწვრთნელი გეუბნება, წინააღმდეგ შემთხვევაში შენ გუნდს ტოვებ. თავიდან მას ამის გააზრება გაუჭირდა, თუმცა ახლა ადრიენი შესანიშნავად თამაშობს და დარწმუნებული ვარ, რომ ის ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გახდება.“