Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დე ბონისი:“ დიბალა კონტრაქტს სეზონის სტარტამდე გაახამგრძლივებს“

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ნიკოლა დე ბონის აზრით, პაულო დიბალა იუვენტუსთან კონტრაქტს სეზონის დაწყებამდე გაახანგრძლივებს.

„მართალია იუვენტუსსა და დიბალას აგენტს შორის სრული შეთანხმება ჯერ არ არსებობს, თუმცა ლა ჯოიას ტურინში დარჩენა გადაწყვეტილია.

„ვფიქრობ, რომ ის უახლოეს 2-3 დღეში კონტრაქტს ოფიციალურად გაახანგრძლივებს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში 21 აგვისტომდე მას ხელშეკრულება გაფორმებული ექნება.

„იუვენტუსს შესანიშნავი შემადგენლობა ჰყავს, მაქს ალეგრის დაბრუნებით კი ტურინელები კვლავ ფავორიტები არიან, დიბალას ფორმაში ყოფნის შემთხვევაში კი იუვეს ჩემპიონთა ლიგაზე ფიქრიც შეუძლია.“