Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დე ბური:“ დეპაი იუვენტუსის ან ინტერის შემადგენლობაში შესანიშნავად ითამაშებს“

ნიდერლანდის ეროვნული ნაკრების თავკაცმა ფრანკ დე ბურმა მემფის დეპაის მომავალზე ისაუბრა.

ლიონის ფორვარდი სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი გახდება და მას რამდენიმე ევროპულ გრანდთან ერთად იუვენტუსს და ინტერს უკავშირებენ.

„დეპაი შესანიშნავი ფეხბურთელია, რომელსაც ძალიან ძლიერი მენტალიტეტი აქვს. ის ლიონის კაპიტანი და დიდებული ფორვარდია.

„არ ვიცი, სად გააგრძელებს ის კარიერას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მემფისს ნებისმიერ ტოპ გუნდში, მათ შორის იუვენტუსში, ინტერსა თუ ბარსელონაში თამაში და მათი გაძლიერება შეუძლია.

„მე ერთ რამეში დარწმუენბული ვარ, ის ნებისმიერ გუნდში წარმატებულად ითამაშებს და ჩვენ მის არჩევანს მხარს დავუჭერთ.“