Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დე გრანდისი:“ ინტერს სასუოლოსთან გაუმართლა…“

იტალიელი ჟურნალისტის სტეფანო დე გრანდის აზრით, სასუოლოსთან მატჩში ნერაძურის კარის დარაჯი სამირ ჰანდანოვიჩი უნდა გაეძევებინათ, რის შემდეგაც ბენეამატა თამაშს წააგებდა კიდეც.

„ინტერს ძალიან გაუმართლა, რადგან მსაჯმა ჰანდანოვიჩის და დეფრელის ეპიზოდში ნერაძურის კიპერი აშკარად დაინდო. მას წითელი ბარათ ეკუთვნოდა, რის შემდეგაც ინტერს თამაშში დაბრუნდება გაუჭირდებოდა.

„ინძაგის ცვლილებები ? სიმონე ძალიან კარგი მწვრთნელია, მაგრამ ახლა უბრალოდ გაუმართლა. მას უბრალოდ შემადგენლობა საშუალებას აძლევს, რომ მატჩის მსვლელობისას გუნდი საგრძნობლად გააძლიეროს და 5 ცვლილების მინუსიც სწორედ ეს არის, გრანდებს გაცილებით დიდი უპირატესობა აქვთ.“