Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დე გრანდისი:“ ტეო ევროპაში საუკეთესო უკანახაზელია“

Sky Sport Italia-ს ჟურნალისტის სტეფანო დე გრანდისის აზრით, ტეო ერნანდესი ევროპაში საუკეთესო უკანახაზელია.

„ლეაომ და რებიჩმა კროტონეს წინააღმდეგ ძალიან კარგად ითამაშეს. ისინი პოზიციებს გამუდმებით ცვლიდნენ და მეტოქის ფეხბურთელებს ამ მოქმედებით ძალიან აბნევდნენ. რაფაელ ლეაო თამაშიდან თამაშამდე უმატებს და მას აქვს პოტენციალი, რომ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო შემტევი გახდეს.

„ტეო ერნანდესს რაც შეეხება, ის ევროპაში საუკეთესო უკანახაზელი და სერია ა-ში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ჩალჰანოღლუზე კი საუბარიც არ ღირს, ის მოედანზე შევიდა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა… როსონერი შესანიშნავად გამოიყურება და უკვე ცხადია, რომ გუნდი სკუდეტოსთვის ბოლომდე იბრძოლებს.“