Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

დე ვრეი:“ჩემი თამაშით კმაყოფილი ვარ“

ინტერის ცენტრალურმა მცველმა სერია ა-ს სეზონი შეაჯამა და განაცხადა, რომ საკუთარი თამაშით კმაყოფილია.

ნიდერლანდელი ფეხბურთელი სერია ა-ს საუკეთესო ცენტრალური მცველი გახდა და უამრავი ადამიანის ქება დაიმსახურა.

„ჩემი ნაჩვენები თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ. მთელი სეზონის განმავლობაში საკმაოდ სტაბილურად ვთამაშობდი, რაც სიამაყის საშუალებას მაძლევს.

„ქვეყანაში, სადაც ყველა დროის საუკეთესო მცველები თამაშობდნენ, ამდენი კომპლიმენტის მიღება ზალიან სასიამოვნო და საამაყოა. იმედი მაქვს, რომ დღეს შახტართან დაპირისპირების შემდეგ სეზონი უფრო კარგი სცენარით განვითარდება.“

ინტერში შესანიშნავი თამაშის მიუხედავად, დე ვრეი ნიდერლანდელთა ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში ხშირად მოხვედრას ვერ ახერხებს.

„ნაკრებში თამაში ყველას უნდა, თუმცა ყველაფერს კუმანი წყვეტს. მე მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, ბოლო წლებში ტელეფონზე საკმაოდ ხშირად ვსაუბრობთ და იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბევრი თამაში არ მიწევს, თავს ნაკრების მნიშვნელოვან წევრად ვგრძნობ.

28 წლის დე ვრეი ინტერს 2019 წელს, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და მას შემდეგ გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა გახდა.

ამ დროის განმავლობაში მან ინტერის მაისურით 80 შეხვედრა ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.

Leave a Reply

Your email address will not be published.