Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დე ვრეი:“ ატალანტას დამარცხება შესანიშნავი გრძნობაა“

სტეფან დე ვრეიმ ატალანტასთან მატჩზე ისაუბრა და გუნდის მებრძოლი ხასიათი შეაქო.

„ჩვენ ვიცოდით, თუ როგორ ითამაშებდა ატალანტა. მათ ერთი-ერთზე თამაში უყვართ და დუელებს მიჩვეულები არიან.

„ინტერმა მათი შესანიშნავი შეტევის ჩაკეტვა კარგად მოახერხა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა, რაც ძალიან დიდ სიამოვნებას გვგვრის.

„გუშინ მთელი გუნდი მაქსიმალურად კონცეტრირებული იყო. ჩვენ ბოლო წელიწადში ძალიან მოვუმატეთ, ვისწავლეთ გუნდური თამაში როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში.

„დღეს ინტერში ყველა ცდილობს, რომ ერთმანეთისთვის და გუნდისთვის იბრძოლოს. ჩვენ ძალიან დიდი გუნდური სულისკვეთება და გამარჯვების სურვილი გვაქვს, სწორედ ეს არის ჩვენი უდიდესი ძალა.“

გათიშვა