Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

დე ვრეი:“ ბინძური მოთამაშე არასოდეს გავხდები“

ინტერის ცენტრალურმა მცველმა, სერია ა-ს საუკეთესო მცველის წოდებაზე კომენტარი გააკეთა.

ლაციოს ყოფილი ფეხბურთელი ინტერს 2018 წელს შეუერთდა და მას შემდეგ გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა გახდა.

„ყველამ იცის, რომ სერია ა-ში უმაღლესი დონის მცველები თამაშობენ და ამის ფონზე სეზონის საუკეთესო მცველად დასახელება ჩემთვის დიდი პატივია. ეს ხაზს უსვამს იმ პროგრესს, რაც მე გასულ სეზონში განვიცადე.

„მე ყველაფერს ჩემებურად ვაკეთებ და ბინძური მოთამაშე არასოდეს ვყოფილვარ და არც არასოდეს გავხდები, რაც ამ ჯილდოს ერთი-ორად სასიამოვნოს ხდის.“