Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

დე ვრეი:“ ინტერი სკუდეტოსთვის იბრძოლებს“

სტეფან დე ვრეიმ ანტონიო კონტეს, სტეფანო პიოლის, ინტერის მიზნების და სხვა საინტერესო თემების შესახებ ისაუბრა.

დე ვრეი ნერაძურის 2018 წელს ლაციოდან, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და მან ჰელას ვერონასთან მატჩში ინტერის მაისურით მე-100 მატჩი ჩაატარა.

28 წლის ცენტრალურ მცველს ზედმეტსახელად კედელს ეძახიან.

„მომწონს თუ არა ჩემი ახალი ზედმეტსახელი ? დიახ. ინტერში ჩემი პრეზენტაციის ვიდეოში კედელს ვაშენებდი და ალბათ ამანაც იმოქმედა.“

ინტერმა სერია ა-ში ზედიზედ 7 მატჩის მოგება მოახერხა.

„ბოლო კვირეებში გუნდი უფრო კომპაქტური და მოძრავი გახდა, რაც დაცვით ასპექტს უფრო მარტივს ხდის. ჩვენ როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა ერთიანი ვართ და ეს ძალიან გვეხმარება.

„ყველაზე მძიმე მომენტი ინტერში ? მარცხი ევროპა ლიგაზე სევილიას წინააღმდეგ, თუმცა შემდეგ ვხვდები, რომ ამაზე ფიქრს აზრი არ აქვს, რაც მოხდა იმას ვერ შეცვლი და ჩვენ ჩვენს შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ.“

ბენემენტამ ჩემპიონთა ლიგის B ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა და ევროპულ ტურნირებს დაემშვიდობა.

„აშკარაა, რომ ევროპაში რაღაც გვაკლია და ის, რაც მოედანზე გავაკეთეთ, საკმარისი არ იყო. ჩვენ გვსურდა, რომ ევროპაში თამაში გაგვეგრძელებინა, თუმცა ახლა სერია ა-ს და კოპა იტალიას მატჩებზე მეტი ყურადღების გამახვილება შეგვიძლია.

„ფაქტი, რომ ჩვენ მხოლოდ ამ მატჩებზე გვაქვს საფიქრალი, უპირატესობა ხდება და ჩვენ სკუდეტოსთვის უნდა ვიბრძოლოთ.

„ჩვენ ვიცით, რომ ეს შეგვიძლია და ამისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ. წინ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი და მომდევნო მატჩიდან ქულების მაქსიმუმი უნდა მოვიპოვოთ.

„კონტე ? ის გამარჯვებულია. ის თავის მენტალიტეტს და მონდომებას მთელს გუნდს უზიარებს და სურს, რომ ჩვენი შესაძლებლობის მაქსიმუმი წარმოაჩინოს.

„მილანი ? მათ შესანიშნავი შემადგენლობა და ძალიან კარგი მწვრთნელი ჰყავთთ. პიოლის კარგად ვიცნობ, მე მასთან ერთად ორი წელი ვმუშაობდი. მისი წარმატებებით ბედნიერი ვარ.“