Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დე ვრეი ინტერს სეზონის ბოლოს დატოვებს ?

იტალიური მედიის ინფორმაციით, მოლაპარაკებები სტეფან დე ვრეისა და ინტერს შორის ახალი კონტრაქტის თაობაზე ჩიხში შევიდა და სავარაუდოდ ნიდერლანდელი უკანახაზელი ბენეამატას რიგებს სეზონის ბოლოს დატოვებს.

დე ვრეის მიმდინარე კონტრაქტი ნერაძურისთან 2023 წლის ზაფხულში იწურება და ინტერს მისი შენარჩუნება სურდა, თუმცა ფეხბურთელის აგენტი მინო რაიოლა ახალი ხელშეკრულების სანაცვლოდ ხელფასის 6.5-7 მილიონამდე გაზრდას ითხოვს, რის გაკეთებასაც მილანური გრანდი არ აპირებს და ფეხბურთელის უფასოდ დაკარგვის თავიდან ასარიდებლად, მას სეზონის ბოლოს გაყიდის.

ინტერს დე ვრეის პოტენციური შემცვლელები უკვე შერჩეული ჰყავს. მათი პრიორიტეტული სამიზნეები გლადბახის მატიას გინტერი და ტორინოს ბრემერი გახლავთ.