Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დე ვრეი:“ ინძაგის ინტერისთვის ბევრის მიცემა შეუძლია“

ინტერის ნიდერლანდელმა უკანახაზელმა სტეფან დე ვრეიმ ბენეამატას ახალი თავკაცის სიმონე ინძაგის შესახებ ისაუბრა.

„ინძაგის გუნდში მოსვლის გამო ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ჩვენ ერთად ლაციოში შესანიშნავად ვმუშაობდით.

„ის ძალიან ჭკვიანი მწვრთNელია, რომელსაც ინტერისთვის ძალიან ბევრის მიცემა შეუძლია. მას გუნდში შესანიშნავი ატმოსფეროს დამკვიდრება შეუძლია და ფეხბურთელების მოტივაცია კარგად ეხერხება.

„ჩვენ გასულ სეზონში მნიშნელოვან შედეგს მივაღწიეთ და სკუდეტოს მოპოვება შევძელით, მაგრამ ახლა ახალი სეზონი იწყება, ახალი გამოწვევებით და ჩვენ ტიტულის შესანარჩუნებლად ბევრი შრომა მოგვიწევს.

„ინძაგის კონტესთან მიახლოებული ტაქტიკები აქვს, რაც ჩვენ საქმეს ძალიან გვიადვილებს, რადგან თითოეულმა ჩვენგანმა იცის, თუ როგორ უნდა იმოქმედოს ამ სქემაში.

„გასულ სეზონში ჩვენ სერია ა-ში შესანიშნავი შედეგები ვაჩვენეთ< მაგრამ ისიც ვიცით, რომ ეს ჩვენი მაქსიმუმი არ არის და განვითარებისთვის მუშაობა უნდა გავაგრძელოთ.“