Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დე ვრეი:“ კონტე დიდებული სპეციალისტია“

ინტერის უკანახაზელმა სტეფან დე ვრეიმ ანტონიო კონტეს, ევროპის ჩემპიონატის და სხვა საინტერესო თემების შესახებ ისაუბრა.

„კონტესთან სულ რამდენიმე დღე მუშაობაც კმარა რომ გაიგო, თუ რატომ არის ის ასეთი წარმატებული. მისი ვნება და მოთხოვნები ფეხბურთისადმი უბრალოდ წარმოუდგენელია.

„ტაქტიკურად მას ბადალი არ ჰყავს, ჩვენ თითოეული მატჩისთვის იდეალურად ვემზადებით და ნებისმიერ დეტალს უდიდეს ყურადღებას ვუთმობთ. ჩვენ ვიცით ყველაფერი მეტოქეების შესახებ, თუ როგორ იცავენ თავს და როგორ უტევენ ისინი.

„იყო თუ არა ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნა უპირატესობა ? არა, ეს ძალიან დიდი იმედგაცრუება იყო, ჩვენ ყველა ტურნირზე მაქსიმუმის მიღწევა გვსურდა და სერია ა-ში ეს მოვახერხეთ, ჩემპიონთა ლიგაზე კი მომდევნო სეზონში გაცილებით მეტი გვსურს.

„ახლა ჩვენი მთავარი ამოცანა დარჩენილი 4 მატჩის მოგებაა, შემდეგ კი მზადებას ევროპის ჩემპიონატისთვის დავიწყებ.

„მიმდინარე სეზონში დაახლოებით 50 თამაში ჩავატარე, თუმცა თავს კარგად ვგრძნობ. გარკვეული დრო კორონა ვირუსის გამო გამიცდა, თუმცა საბედნიეროდ მისი დამარცხება მოკლე დროში მოვახერხე და მწყობრში დავბრუნდი.

„დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, ნაკრებში თამაშს მოუთმენლად ველოდები და იმედი მაქვს, რომ ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ნაკრები წარმატებას მიაღწევს.“