Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დე ვრეი ტრავმირებულია

ინტერის ცენტრალურმა მცველმა სტეფან დე ვრეიმ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში მონტენეგროს წინააღმდეგ ტრავმა მიიღო და შესაძლოა გარკვეული პერიოდი მან მოედანზე დაბრუნება ვერ მოახერხოს.

დე ვრეიმ დაზიანება მატჩის 90-ე წუთზე მიიღო და მას მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწია, ხოლო როგორც შემდეგში გაირკვა მას მუხლის მყესის დაზიანება აქვს.

FcInterNews-ის ცნობით, დე ვრეი სამედიცინო შემოწმებას უახლოეს საათებში გაივლის, რის შემდეგაც დაზიანების სირთულე და მისი დაბრუნების სავარაუდო თარიღი გვეცოდინება.