დე ვრიჯი:“კონტე არაჩვეულებრივი მწვრთნელია“

ინტერის ცენტრალურმა მცველმა ანტონიო კონტეს მიმართ დადებითი სიტყვები არ დაიშურა.

„კონტე არაჩვეულებრივი მწვრთნელია.ის ჩვენ მოტივაციას და გამარჯვების სურვილს გვმატებს.

„გუნდი აგრესიულ და გამართულ ფეხბურთს თამაშობს.შეტევებს დაცვიდან ვიწყებთ და ვცდილობთ ბურთი სწრაფად ვამოძრაოთ.ის ტაქტიკებზეა ფოკუსირებული და ყველა დეტალს ყურადღებას აქცევს,ამიტომაც არის,რომ მას ნებისმიერ გუნდში სხვაობა შეუძლია შექმნას.“

დე ვრიჯი მთელს სეზონში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელია.28 წლის ნიდერლანდელი ფეხბურთელი გუნდში 2018 წელს ლაციოდან,თავისუფალი აგენტის სტატუსით მივიდა და მისი კონტრაქტი 2023 წელს იწურება.

Leave a Reply

Your email address will not be published.