Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დე კეტელაერის შემდეგ, მილანი კიდევ 3 ფეხბურთელის გაფორმებას ეცდება

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, მილანი მომდევნო კვირის ბოლომდე ბრიუგედან შარლ დე კეტელაერის ტრანსფერს გააოფიციალურებს, შემდეგ კი კიდევ 3 პოზიციის გაძლიერებას ეცდება.

წყაროს ცნობით, მილანის მთავარი საზრუნავი ფრანკ კესის შემცვლელის გაფორმება იქნება. როსონერის პრიორიტეტი ამ პოზიციაზე კვლავ რენატუ სანჩესია, თუმცა იტალიური გრანდი ფეხბურთელთან და მის აგენტთან ფინანსურ ასპექტებზე შეთანხმების მიღწევას ჯერჯერობით ვერ ახერხებს, ამიტომ პარალელურად მოლაპარაკებების წამოწყებას ასტონ ვილას დუგლას ლუისის თაობაზე გეგმავს.

მილანს სურს ასევე დაცვის ხაზის გაძლიერებაც, სადაც მათი პრიორიტეტული სამიზნე პსჟ-ს აბდუ დიალო გახლავთ, რომელიც პარიზელების გეგმებში არ შედის და იტალიური გრანდის ხელმძღვანელობას იმედი აქვს, რომ მის არენდით გაფორმებას მოახერხებს, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.

როსონერი ჯერ კიდევ არ კარგავს ჩელსიდან ჰაკიმ ზიეშის გაფორმების იმედს, მაგრამ ჯერჯერობით მილანი ვერც ჩელსისთან და ვერც მოროკოელ ფეხბურთელთან ტრანსფერის ფორმულასა და მის ფინანსურ ასპექტებზე შეთანხმებას ვერ ახერხებს. როსონერის რადარზე რჩება დომენიკო ბერარდი, თუმცა სასუოლო მის სანაცვლოდ კვლავ 30-35 მილიონს ითხოვს, რისი გადახდაც მილანის გეგმებში არ შედის…