Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

დე ლაურენტისი:“გატუზოს მოსვლამ ყველაფერი შეცვალა“

ნაპოლის პრეზიდენტის თქმით,თავისი გუნდის გამარჯვებაში დარწმუნებული იყო და ტრიუმფის აურა ჰაერში იგრძნობოდა.

„ეს ჰაერში იგრძნობოდა.რაც ჯენარო გატუზო გუნდს ჩაუდგა სათავეში,ყველაფერი შეიცვალა და გუნდი ერთ მუშტად შეიკრა.

„ყველაფრის შემდეგ,ნაპოლი არის ერთადერთი გუნდი,რომელსაც შეუძლია იუვენტუსს ტიტულის მოგებაში ხელი შეუშალოს.ჩვენ ისინი 2012 წლის ფინალში დავამარცხეთ,ჩვენ ისინი Supercoppa-ზე დავამარცხეთ,ერთადერთი სერია ა-ში გვიჭირს,თუმცა ამასაც მალე მოვუვლით.

სოციალური დისტანციის გამო,ფეხბურთელებს მედლები თავად უნდა მიეღოთ,თუმცა გუნდების პრეზიდენტებმა ფეხბურთელებს ჯილდოები თავად გადასცეს.

„ჩვენ მოვილაპარაკეთ,რომ გუნდებისთვის მედლები გადაგვეცა,თუმცა მე დროულად მისვლა ვერ მოვახერხე და იუვენტუსმა თავიანთი ჯილდოები თავად აიღეს.მე ვუთხარი ანიელის,რომ რაც არ უნდა მომხდარიყო,ერთად მივსულიყავით,რაზეც მან თანხმობა განაცხადა.“

Leave a Reply

Your email address will not be published.