Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

დე ლაურენტისი:“სარიმ გუნდი ფულზე გაცვალა“

ნაპოლი 6 წლის შემდეგ კოპა იტალიის ფინალში ითამაშებს და მაურიციო სარის იუვენტუსს დაუპირისპირდება.ნაპოლის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა Corriere dello Sport-თან ნაპოლის ყოფილ და იუვენტუსის ახლანდელ მთავარ მწვრთნელზე,მაურიციო სარიზე ისაუბრა:

„მას ჩვენთან კონტრაქტი კიდევ 2 წლით აკავშირებდა,თუმცა სარიმ ფულზე გაგვცვალა.მაურიციოს წასვლიდან რამდენიმე თვით ადრე შევხვდი და წასვლაზე არაფერი უთქვამს.სამწუხაროა,რადგან მე მის მოთხოვნებს ზედმიწევნით ვასრულებდი.

დე ლაურენტისი სარის შემდეგ მისულ მწვრთნელებსაც შეეხო:

„ანჩელოტი შესანიშნავი მწვრთნელია,თუმცა სამწუხაროდ მისი გაშვება მომიწია,რადგან მისი სათამაშო ფილოსოფია ნაპოლის სტილს არ შეესაბამება.

„გატუზო და მე ერთმანეთს ძალიან ვგავართ,ორივე მებრძოლები და ლიდერები ვართ.თუ გუნდი Coppa Italia-ზე,ჩემპიონთა ლიგაზე და სერია ა-ში კარგ შედეგს აჩვენებს,მაშინ გატუზო 3 ან 4-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.კონტრაქტის გაფორმება მარტივია,როდესაც მხარეებს ერთმანეთის კარგად ესმით.“

Leave a Reply

Your email address will not be published.