Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დე ლაურენტისი გატუზოს გაშვებას არ აპირებს

გუშინ ნაპოლის ატალანტასთან მარცხის შემდეგ ჯენარო გატუზოს გუნდიდან შესაძლო წასვლის თემა კვლავ აქტუალური გახდა.

პარტენოპეიმ სერია ა-ში ბოლო 5 მატჩში 3 თამაში წააგო და გამოცემა Il Mattino-ს ინფორმაციით, თამაშის შემდეგ აურელიო დე ლაურენტისი გაცხარებული იყო, რის გამოც გატუზოს და ფეხბურთელებს კომენტარის გაკეთება აუკრძალა, თუმცა წყაროს მტკიცებით გატუზოს გუნდიდან წასვლა მინიმუმ სეზონის ბოლომდე არ განიხილება.