Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

დე ლაურენტისი და ანიელი ერთმანეთს ფლორენციაში შეხვდებიან

Football Italia-ს ინფორმაციით, დღეს ფლორენციაში იუვენტუსის და ნაპოლის პრეზიდენტები, ანდრეა ანიელი და აურელიო დე ლაურენტისი შეხვდებიან.

ეს მათი პირველი შეხვედრა იქნება მას შემდეგ, რაც  CONI-ს სასამართლომ იუვენტუსი – ნაპოლის მატჩის შედეგი გააუქმა და შეხვედრა ხელახლა ჩანიშნა.

თუმცა, წყაროს ინფორმაციით, შეხვედრის მიზეზი ეს არ იქნება. მათი მტკიცებით, ანიელი და დე ლაურენტისი არკადიუშ მილიკის და ფერნანდო ლორენტეს ტრანსფერებს განიხილავენ.

ნაპოლი მილიკის სანაცვლოდ, რომელსაც კონტრაქტი პარტენოპეისთან სეზონის ბოლოს ეწურება, 15-18 მილიონს ითხოვს და ანიელის იმედი აქვს, რომ პოლონელ ფორვარდს უფრო ნაკლებ თანხად ჩაიგდებს ხელში.

ლორენტესთან მიმართებაში ყველაფერი უფრო მარტივადაა. ესპანელი ვეტერანი გატუზოს გეგმებში არ შედის და დიდი ალბათობით ის პარტენოპეის თავისუფალი აგენტის სტატუსით იანვარში დატოვებს.

შეგახსენებთ, რომ იუვენტუსი და ნაპოლი მიმდინარე სეზონში პირველად ერთმანეთს მოედანზე 20 იანვარს, იტალიის სუპერთასზე შეხვდებიან.