Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დე ლაურენტისი ინსინიესთან მიმართებაში დათმობაზე წასვლას არ აპირებს

იტალიური მედიის ინფორმაციით, აურელიო დე ლაურენტისსა და ლორენცო ინსინიეს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა და არც ერთი მხარე დათმობაზე წასვლას არ გეგმავს.

პარტენოპეის კაპიტანს გუნდთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე ეწურება და 30 წლის ფეხბურთელი ახალი ხელშეკრულების სანაცვლოდ ხელფასის 4.5 მილიონიდან 5 მილიონამდე გაზრდას ითხოვს, დე ლაურენტისს კი მისი გასამრჯელოს შემცირება 3.5 მილიონამდე სურს.

Calciomercato-ს ინფორმაციით, თუ მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე ვერ შეთანხმდნენ, დე ლაურენტისი მის გაყიდვას ზაფხულში არ აპირებს და სავარაუდოდ ლორენცო გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით მომდევნო სეზონის ბოლოს დატოვებს.