Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

დე ლაურენტისი:“ კულიბალი უფრო ადრე უნდა გამეყიდა“

ნაპოლის პრეზიდენტმა კულიბალის, ალანის და მილიკის სიტუაციაზე ისაუბრა.

„ალანი უკვე ინგლისშია და მისი ევერტონში ტრანსფერი ძალიან მალე გაოფიციალურდება. დიდი ალბათობით გუნდს კულიბალი და მილიკი დატოვებენ, მათ შემცვლელებს უკვე ვეძებთ.

„გადავწყვიტე, რომ დღეიდან ნებისმიერ სარფიან წინადადებას განვიხილავ, თუნდაც ფეხბურთელი ერთი წლის მოსული იყოს.

„კულიბალის სანაცვლოდ ჯერ კიდევ გასულ წელს 110 მილიონ ევროს მთავაზობდნენ და შევცდი, რომ არ გავყიდე. იგივე სიტუაცია იყო ალანთან დაკავშირებით. პსჟ მასში გაცილებით მეტს იხდიდა.

„თუ გუნდს კულიბალი დატოვებს, ჩვენ მის შემცვლელად არსენალიდან სოკრატის პაპასტატოპულოსის მოყვანას შევეცდებით.“

დე ლაურენტისმა რამდენიმე სიტყვა ოსიმენზეც თქვა.

„ვიქტორს ძალიან ბევრი კარგი თვისება აქვს, თუმცა მასში ყველაზე მეტად ერთი რამ მომწონს. მან მშობლები ძალიან ადრეულ ასაკში დაკარგა და მიუხედავად იმისა, რომ ისეთ რთულ ქვეყანაში  უწევდა ცხოვრება, როგორიც ნიგერიაა, მან გზის გაკვალვა მაინც მოახერხა. დარწმუნებული ვარ, რომ ცხოვრებაში უკვე ბევრი რამ გამოიარა, თუმცა ის მაინც პოზიტიური და მხიარული ახალგაზრდაა, რომელსაც შეუძლია, რომ საუკეთესო გახდეს.“

Leave a Reply

Your email address will not be published.