Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

დე ლაურენტისი:“ კულიბალი და მილიკი გუნდს დატოვებენ“

ნაპოლის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ არკადიუშ მილიკთან ერთად, გუნდს კალიდუ კულიბალიც დატოვებს, რომელიც დიდი ალბათობით მანჩესტერ სიტიში გადაბარგდება.

„კულიბალი და მილიკი დიდი ალბათობით გუნდს დატოვებენ. წინ დატვირთული სატრანსფერო ფანჯარა გველოდება, რადგან ორივე მათგანი შესანიშნავი ფეხბურთელია და მათი შემცვლელების პოვნა მოგვიწევს.“

დე ლაურენტისის აზრით, ვიქტორ ოსიმენის გუნდში მისვლის შემდეგ ნაპოლის სათამაშო სქემაც შეიცვლება.

„მომავალ სეზონში ნაპოლის 4-2-3-1 სქემით ვიხილავთ, თუმცა გატუზო ძალიან კრეატიული ფიგურაა და თუ სიტუაციას დასჭირდა, მას ტაქტიკის შეცვლა არ გაუჭირდება.“

Leave a Reply

Your email address will not be published.