Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დე ლაურენტისი:“ მარადონას უკეთესი სტადიონი ეკუთვნის და ჩვენ ამას გავაკეთებთ“

ნაპოლის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა დიეგო მარადონას შესახებ ისაუბრა, რომლის გარდაცვალების დღიდან გუშინ 1 წელი გავიდა.

„მარადონას დანატოვარს კითხვის ნიშნის ქვეშ ვერავინ ვერასოდეს დააყენებს. ის ერთადერთი და განუმეორებელია, ის Pibe de Oro (ოქროს ბიჭი) არის და ყოველთვის ასე იქნება.

„სამწუაროა, რომ დიეგო ჩვენთან ერთად აღარ არის, მაგრამ ის თავის დიდებულ ენერგიას ჯერ კიდევ ასხივებს, ენერგიას, რომელიც ამ დღეს ნეაპოლში 300 ბოკას ქომაგი ჩამოიყვანა არგენტინიდან, რომლებიც თავიანთ კუმირს აღმერთებენ და მათ დიდ მადლობას ვუხდი.

„ჩვენ ახლა ვმუშაობთ, რომ სტადიონი ისეთ დონეზე ავიყვანოთ, როგორსაც დიეგო იმსახურებს. ამას დრო დასჭირდება, თუმცა ქალაქის მერიის დახმარებით ჩვენ გეგმებს აუცილებლად შევასრულებთ.“