Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

დე ლაურენტისმა დაადასტურა, ალანი ევერტონში მიდის

ნაპოლის პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა დაადასტურა, რომ ალანი ევერტონს უახლოეს საათებში შეუერთდება.

ნაპოლიმ და ევერტონმა შეთანხმებას ფეხბურთელის ტრანსფერის თაობაზე უკვე მიაღწიეს. ინგლისელებს ბრაზილიელის სანაცვლოდ 25 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს, რასაც სხვადასხვაბონუსები დაემატება.

„ევერტონთან ალანის თაობაზე ყველა დეტალი შეთანხმებულია, ის კარიერას ინგლისში გააგრძელებს.

„ოსიმენი? მან მშვენიერი სტარტი აიღო და გუნდთან ერთად უკვე კარგად მოქმედებს, ახლა გატუზომ უნდა გადაწყვიტოს, რა ფორმაციით ითამაშებს გუნდი.“

Leave a Reply

Your email address will not be published.