Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დე ლაურენტისმა ინსინიეს გუნდიდან წასვლა არ გამოირცხა

ნაპოლის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა გუნდის კაპიტნის ლორენცო ინსინიეს წასვლა არ გამორიცხა.

იტალიელ ფეხბურთელს მიმდინარე კონტრაქტი ნაპოლისთან 2022 წლის ზაფხულში ეწურება, თუმცა ფინანსური საკითხების გამო მხარეები ჯერ ახალ ხელშეკრულებაზე ვერ თანხმდებიან.

„ინსინიე ნაპოლის აკადემიის პროდუქტია, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ ის ნაპოლიში დაიღალა და სხვა გუნდში გადასვლა უნდა, ეს მისი არჩევანია და არა ჩვენი.“