Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დე ლაურენტისმა ინსინიეს მომავალზე ისაუბრა

ნაპოლის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ლორენცო ინსინიეს მოამვალთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

ინსინიეს მიმდიანრე კონტრაქტი გუნდთან სეზონის ბოლოს ეწურება და ფინანსური ასპექტების გამო, მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე ვერ თანხმდებიან.

„ინსინიე ? ის ჩვენი კაპიტანია და სანამ ლორენცო გუნდში იქნება, ეს არ შეიცვლება, მომავალთან დაკავშირებით კი კითხვა მას უნდა დაუსვათ, არა მე.“

ინსინიეს აგენტმა რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ კომენტარში განაცხადა (იხილეთ აქ), რომ ნაპოლის ინსინიეს ხელფასის შემცირება 50 პროცენტით სურს, რაც მათთვის მიუღებელია, დე ლაურენტისის სიტყვებიდან გამომდინარე კი შესაძლოა პარტენოპეიმ უკეთესი პირობები მას არ შესთავაზოს…