Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დე ლაურენტისმა ინსინიეს კონტრაქტზე კომენტარი გააკეთა

ნაპოლის შემტევსვ ლორენცო ინსინიეს პარტენოპეისთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება და მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე ვერ თანხმდებიან.

29 წლის იტალიელს ახალი ხელშეკრულების სანაცვლოდ ხელფასის გაზრდა სურს, დე ლაურენტისი კი პირიქით, მის შემცირებას აპირებს, რამაც ლორენცოს უკმაყოფილება გამოიწვია.

ამ თემაზე კომენტარი დე ლაურენტისმა გააკეთა.

„მე და ინსინიეს უკვე დიდი ხანია, რაც ერთმანეთთან არ გვისაუბრია. ჩვენ ჯერ ჩემპიონატის დასრულებას ველოდებოდით, ახლა კი ის ნაკრებში თამაშობს და კონტრაქტისთვის სასაუბროდ არ სცალია.

„ჩვენ შეთანხმებულები ვართ, რომ როდესაც ის აძურის რიგებში გამოსვლას დაასრულებს, ჩვენ შევხვდებით, დავილაპარაკებთ და რა მოხდება ჯერჯერობით არავინ იცის…“