დე ლაურენტისმა კულიბალის გაყიდვა არ გამორიცხა
აურელიო დე ლაურენტისის თქმით,თუ ვინმე კულიბალის სანაცვლოდ 100 მილიონ ევროს გადაიხდის,ფეხბურთელს წასვლის საშუალებას მისცემს.
კულიბალი ევროპის ტოპ გუნდების სატრანსფერო სიაშია.მისი შეძენა მანჩესტერ იუნაიტედს,ლივერპულს,პსჟ-ს და ნიუკასლს სურთ.
„თუ სიტი,იუნაიტედი ან პსჟ 100 მილიონ ევროს შემომთავაზებენ და კულიბალი წასვლის სურვილს დააფიქსირებს,მე მას გავუშვებ.60-70 მილიონიან წინადადებას არც კი განვიხილავ.
„იგივე შემიძლია ვთქვა ფაბიო რუისის შესახებ.თუ ფეხბურთელმა წასვლის სურვილი დააფიქსირა და მის სანაცვლოდ მინიმუმ 60 მილიონი ევროს წინადადებას მივიღებ,მის გაყიდვაზე აუცილებლად დავფიქრდები.“