Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დე ლაურენტისმა ნაპოლის სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა

ნაპოლის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა არ გამორიცხა, რომ ნაპოლიმ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ტრანსფერები საერთოდ არ განახორციელოს.

გუნდში მწვრთნელის შეცვლის მიუხედავად, ნაპოლის არც ერთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი არ გაუყიდია და არც არავინ გაუფორმებია.

„მე სპალეტის ძალიან მალე შევხვდები, რადგან ხვალ რომში მივემგზავრები და ჩვენ უამრავ პრობლემაზე მოგვიწევს საუბარი.

„სატრანსფერო ფანჯარა კიდევ ღიაა, როგორც გაყიდვებისთვის, ასევე ფეხბურთელების გასაფორმებლად. ჩვენ სულ რამდენიმე დღე გვაქვს, შემდეგ კი გუნდში ცვლილებები აღარ მოხდება.

„სამწუხაროდ ჩვენი ფინანსური სიტუაცია საშუალებას არ გვაძლევს, რომ ფეხბურთელების გაყიდვის გარეშე სერიოზული ტრანსფერები განვახორციელოთ.“