Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

დე ლაურენტისს კორონა ვირუსი დაუდასტურდა

ნაპოლის პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს კორონა ვირუსი დაუდასტურდა და იმის მიუხედავად, რომ მას სიმპტომები ჰქონდა, ნაპოლის პრეზიდენტი გუშინ Lega Serie A-ს კონფერენციას მაინც დაესწრო…

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მილანში გამართულ შეხვედრაზე, სადაც სერია ა-ს ორიცე გუნდის პრეზიდენტი იმყოფებოდა, ერთ-ერთს ვირუსი დაუდასტურდა და ეს დე ლაურენტისი აღმოჩნდა.

Repubblica-ს ინფორმაციით, დე ლაურენტისს სიმპტომები რამდენიმე დღის განმავლობაში ჰქონდა და ვირუსზე ტესტიც გაიკეთა, თუმცა შედეგებს არ დაელოდა და შეხვედრაზე მაინც მივიდა.

ამის გამო, სერია ა-ს ოცივე პრეზიდენტს იზოლაციაში გადასვლა მოუწევს, რაც სეზონის დაწყებამდე 10 დღით ადრე, როდესაც სატრანსფერო ფანჯარა სრული სვლით მიმდინარეობს, კარგი ამბავი ნამდვილად არ არის…

Leave a Reply

Your email address will not be published.