Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

დე ლიხტი:“იუვენტუსი ლიონზე ძლიერია“

იუვენტუსის ცენტრალური მცველის აზრით,გამოვარდნის მიუხედავად იუვენტუსი ლიონზე ბევრად ძლიერი გუნდია.

„თავს საშინლად ვგრძნობ.ჩვენ ლიონზე ბევრად ძლიერები ვართ,თუმცა ამ ორ მატჩში ჩვენი ძალის დემონსტრირება ვერ მოვახერხეთ.

„ჩვენ დღეს კარგად ვითამაშეთ,თუმცა გაშვებულმა გოლმა ამოცანა ბევრად გაგვირთულა და საბოლოო ჯამში ჩემპიონთა ლიგას გამოგვთიშა.

„სკუდეტოს მოპოვებით ბედნიერები ვართ,თუმცა იტალიის SuperCup-ის და ჩემპიონთა ლიგიდან გამოთიშვის გამო იმედგაცრუებულები ვართ.

„ახლა მხრის პრობლემას უნდა მივხედო.დიდი ალბათობით ოპერაციის ჩატარება დამჭირდება და მომავალ სეზონში უფრო ძლიერი დავბრუნდები.“

Leave a Reply

Your email address will not be published.