Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დე ლიხტი ალეგრისთვის ხელშეუხებელია

ბარსელონამ იუვენტუსს დე ლიხტის შესახებ გასული თვეების განმავლობაში არაერთხელ მიმართა, მაგრამ ტურინელების პასუხი ყოველთვის ერთი იყო – დე ლიხტი არ იყიდება.

გუნდში მაქს ალეგრის მისვლის შემდეგ, ბლაუგრანას იმედი ჰქონდა, რომ დე ლიხტის მიმართებაში იუვენტუსის პოზიცია შეიცვლებოდა და Todofichajes-ის ინფორმაციით, ბოლო დღეებში ტურინელებს ნიდერლანდელი ტალანტის თაობაზე კიდევ ერთხელ დაუკავშირდა.

თუმცა წყაროს ცნობით, მაქს ალეგრიმ დე ლიხტის ტრანსფერს ვეტო დაადო და იტალიელი სპეციალისტი მატიასს იუვენტუსის პროექტის ერთ-ერთ მთავარი წევრად მოიაზრებს, ამიტომ ბიანკონერი მის სანაცვლოდ მიღებულ წინადადებას არც კი განიხილავს.