Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დე ლიხტი:“ ამ მატჩმა ჩვენი სეზონი შეცვალა…“

ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ კომენტარი მატიას დე ლიხტმა გააკეთა.

„ძალიან იმედგაცრუებულები ვართ. ჩვენ თითქმის მთელი მატჩი 10-კაციან პორტუს ვეთამაშეთ და ეს ფაქტი იმას, რომ მომდევნო ეტაპზე ვერ გავედით, კიდევ უფრო ამძიმებს.

„არ ვფიქრობ, რომ თამაში ცუდად დავიწყეთ და პორტუს გოლის შემდეგ ბრძოლა გავაგრძელეთ, მეორე ტაიმში კი ძალიან კარგად ვითამაშეთ და ორი გოლიც გავიტანეთ, თუმცა შემდეგ ბურთს მათ კარში შესვლა აღარ უნდოდა.

„ეს შეხვედრა ჩვენს სეზონს შეცვლის, რადგან ჩვენ ლიგაზე ბოლომდე გვსურდა ყოფნა და მისი დატოვება მარტში მოგვიწია, რაც ჩვენთვის ძალიან რთულია.“

გათიშვა