Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

დე ლიხტი და ალექს სანდრო სათამაშოდ მზად არიან

იუვენტუსის ფეხბურთელები, რომლებიც სანაკრებო ბატალიებში მონაწილეობას არ ღებულობენ, დღეს ტურინელთა სავარჯიშო ბაზაზე შეიკრიბნენ და გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშეს ალექს სანდრომ და მატიას დე ლიხტმა.

Gazzetta dello Sport-ის მტკიცებით, ბონუჩის და კიელინის ტრავმების ფონზე არ არის გამორიცხული, რომ დე ლიხტი, რომელსაც მხარზე გაკეთებული ოპერაციის გამო 3 თვე გაუცდა, ძირითადში ვიხილოთ

აქვე გეტყვით, რომ იუვენტუსს აარონ რემსი ვერ დაეხმარება, ფედერიკო კიეზას თამაში კი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.