Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დე ლიხტი:“ ეს ჩვენი DNA-ა“

მატიას დე ლიხტმა ჩელსისთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ჩელსის წინააღმდეგ მთელმა გუნდმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. ევროპის ჩემპიონების წინააღმდეგ თამაში და მათთან 3 ქულის მოპოვება ძალიან კარგი გრძნობაა.

„დუელი ლუკაკუსთან ? ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობდით იმას, რომ რომელუსთვის დიდი სივრცეები არ დაგვეტოვებინა და ვფიქრობ, რომ ამ დავალებას თავი ძალიან კარგად გავართვით.

„დღეს ჩვენ იუვენტუსის DNA გამოვავლინეთ და ბრძოლით უძლიერესი მეტოქე დავამარცხეთ. ახლა იგივე მონდომება და მოტივაცია დერბიში უნდა გამოვიყენოთ.“