Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დე ლიხტი:“ იტალიაში დაცვა ხელოვნების დონეზეა“

მატიას დე ლიხტმა ჯორჯო კიელინის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ იტალიაში დაცვა სულ სხვა დონეზეა.

„იუვენტუსში გადმოსვლის შემდეგ, მენტალური და სპორტული თვალსაზრისით ძალიან გავიზარდე.

„იტალიაში სრულიად განსხვავებულ თამაშის სტილთან მომიწია შეგუება, აქ ფორვარდები სხვაგვარად მოქმედებენ. აიაქსში უფრო ინდივიდუალურად გვიწევდა თამაში, აქ კი ყველაფერთან ერთად ზონურ დაცვაზეც უნდა იფიქრო, შენ გადაწყვეტილების მიღება უმოკლეს დროში გიწევს.

„კიელინი ? მას პოზიციის შერჩევის წარმოუდგენელი უნარი აქვს. მას ზურგს ძალიან დიდი გამოცდილება უმაგრებს და ჯორჯოსთან თამაშის მე ძალიან ბევრ რამეს ვსწავლობ. იტალიაში დაცვა ხელოვნების დონეზეა აყვანილი და ბედნიერი ვარ, რომ აქ ჩემი შესაძლებლობების გამოჩენის საშუალება მომეცა, სწორედ ეს იყო ჩემი ამოცანა.

„რონალდუ ? მისი სპორტისადმი მიდგომა და მოტივაციის ქონა 36 წლის ასაკში უბრალოდ წარმოუდგენელია. იგივეს თქმა შეიძლება კიელინისა და ბუფონის შესახებაც, რომელიც 43 წლის არის.

„არის თუ არა იტალიაში უფრო მეტი წნეხი ? ნიდერლანდებში, ქომაგები ძალიან ემოციურები არიან და მათ სურთ, რომ მათმა საყვარელმა გუნდმა გაიმარჯვოს, თუმცა საფინალო სასტვენოს შემდეგ ყველაფერი მთავრდება.

„იტალიაში ყველაფერი სხვანაირად არის, აქ მატჩიდან 3-4 დღის შემდეგაც კი საუბრობენ, იყო თუ არა ესა თუ ის პენალტი დასანიშნი და სხვა, აქ ფეხბურთზე ყოველთვის ფიქრობენ და საუბრობენ.

„როდესაც შენ პირდაპირ კონკურენტთან მარცხდები, ქომაგების სიბრაზეს მთელი კვირის განმავლობაში გრძნობ.“