Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

დე ლიხტი:“ იუვენტუსის ახალგაზრდა ფეხბურთელები ძალიან ბევრს ვმუშაობთ“

მატიას დე ლიხტმა, რომელიც იუვენტუსს 2019 წელს, 85 მილიონი ევროს სანაცვლოდ, აიაქსიდან შეუერთდა, საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„სიმამაცე და დისციპლინა არის ის ორი რამ, რაც აიაქსში ვისწავლე და ეს მენტალობა იუვენტუსში დიდ დახმარებას მიწევს. აქ შენგან ყველა მოითხოვს, რომ ყოველგვარი შიშის გარეშე ითამაშო და ყველას დაუმტკიცო, რომ იუვენტუსში ყოფნის ღირსი ხარ.

„იუვენტუსში მხოლოდ იმ შემთხვევაში ითამაშებ, თუ შენ ამას იმსახურებ და ჩვენ, გუნდის ახალგაზრდებმა ეს ძალიან კარგად ვიცით.

„ჩვენ ყოველდღე დაუღალავად ვმუშაობთ და გვსურს, რომ უფრო გამოცდილ თანაგუნდელებს დავემსგავსოთ. ჩვენ გვინდა, რომ იუვეს მომავალი ბუფონი, კიელინი და ბონუჩი გავხდეთ.“