Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დე ლიხტი:“ იუვენტუსი მეორე ადგილისთვის იბრძოლებს“

მატიას დე ლიხტმა დარჩენილ ტურებში ბიანკონერის მიზანი დაასახელა.

„იუვენტუსში თამაში ჩემთვის დიდი პატივია და ვფიქრობ, რომ ერთ დღეს გუნდის კაპიტანი გავხდები.

„ჩვენ ფლორენციაში მიღწეული შედეგით იმედგაცრუებულები ვართ და 3 ქულის მოსაპოვებლად უფრო მეტის გაკეთება გვმართებს.

„ჩვენ უფრო მეტი ინტენსიობით, გამბედაობით უდნა ვითამაშოთ როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში. სეზონის სტარტზე გუნდის მიზანი სკუდეტოს მოპოვება იყო, მაგრამ სამწუხაროდ ამისთვის მიმდინარე სეზონში ვეღარ ვიბრძოლებთ და ახლა ჩვენი მთავარი მიზანი მე-2 ადგილის დაკავებაა.“