Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

დე ლიხტი:“ იუვენტუსს მეტი ტემპი და გამბედაობა სჭირდება“

იუვენტუსმა ფერენცვაროში ალვარო მორატას გვიანი გოლის წყალობით 2 – 1 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

მატჩის შემდეგ კომენტარი მატიას დე ლიხტმა გააკეთა.

„ძალიან რთული თამაში გამოდგა, რადგან ფერენცვაროში დაცვაში ძალიან მჭიდროდ თამაშობდა და სივრცეების პოვნა ძალიან გვიჭირდა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბურთი უფრო სწრაფად ვამოძრაოთ და უფრო მეტი გამბედაობით შევუტიოთ, დღეს ჩვენ ბევრი მომენტის შექმნა ვერ მოვახერხეთ.

„გოლის დროს შეცდომა დავუშვი, თუმცა საბედნიეროდ 3 ქულის მოპოვება და შემდეგ ეტაპზე გასვლა მოვახერხეთ. იუვენტუსს ძალიან ძლიერი შემადგენლობა ჰყავს და ჩვენ უფრო მეტი მომენტის შექმნა გვმართებს.“