Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დე ლიხტი:“ კონტრაქტი იუვესთან ? ახლა კონცენტრირებული მომდევნო მატჩებზე ვარ…“

მაქს ალეგრის შემდეგ (იხილეთ აქ), ჩელსისთან მატჩის წინ გამართულ პრეს-კონფერენციაზე მატაის დე ლიხტმაც ისაუბრა.

„ხვალ ჩვენ კიდევ ერთი ურთულესი მატჩი გველოდება ჩემპიონთა ლიგის ჩემპიონის წინააღმდეგ, მაგრამ ჩვენ ჩვენი ძლიერი მხარეები კარგად ვიცით და მათ გამოყეენბას ვაპირებთ. იუვენტუსისთვის ასეთი რანგის მატჩებში თამაში სავსებით ნორმალურია და ჩვენ ჯგუფში პირველი ადგილის განაღდებას შევეცდებით.

„რატომ გამოვიყურებით ჩემპიონთა ლიგაზე უკეთესად ? ჩემპიონთა ლიგა განსვავებული ტურნირია, აქ გუნდები უფრო გახსნილ ფეხბურთს თამაშობენ, რაც კიეზას და მორატას უფრო მეტ სივრცეებს უტოვებს. შედარებით პატარა გუნდები ძირითადად საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ზრუნავენ და ჩვენ სივრცეების პოვნა გვიჭირს.

„ატალანტასთან მატჩი ? ჩვენ ახლა ამაზე არ ვფიქრობთ, ხვალ ჩვენი მიზანი ჯგუფში გამარჯვება იქნება და ატალანტასთან შეხვედრაზე მუშაობას და ფიქრს მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყებთ.

„ვოცნებობ თუ არა იუვესთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე ? ეს არა მხოლოდ ჩემი, არამედ იუვენტუსის თითოეული ფეხბურთელის ოცნებაა. ჩვენ განვითარება უნდა გავაგრძელოთ და ვნახოთ, იქნება თუ არა ეს საკმარისი.

„იმუშავა თუ არა მთელი გუნდით ბაზაზე დარჩენამ ? ჩვენ მას შემდეგ ორივე მატჩი მოვიგეთ და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ახლა მთავარია სტაბილურობა შევინარჩუნოთ, რადგან ამის გარეშე დიდი მიზნებისთვის ბრძოლა შეუძლებელია.

„ჩვენ მოედანზე იუვენტუსის გამო თავგანწირულები უნდა ვიყოთ და გუნდისთვის უკან არაფერზე დავიხიოთ, სწორედ ამ მიდგომამ ჩვენ ფიორენტინა და ლაციო დაგვამარცხებინა.

„ვაწარმოებთ თუ არა მოლაპარაკებას კონტრქტის გახანგრძლივებაზე ? ახლა მე მხოლოდ იმ მატჩებზე ვფიქრობ, რომელთა თამაშიც უახლოეს პერიოდში მოგვიწევს.

„ლუკაკუ ? ის შესანიშნავი ფორვარდია, რომელსაც ფიზიკასთან ერთად კარგი სისწრაფეც აქვს, თუმცა ჩელსი მასთან ერთად და მის გარეშე ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდად რჩება.“