Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

დე ლიხტი მოედანს დაუბრუნდა

იუვენტუსის ლაზარეთიდან ჩემპიონთა ლიგის წინ სასიამოვნო სიახლე გავრცელდა. დღეს გუნდთან ერთად ნაწილობრივად მატიას დე ლიხტმა ივარჯიშა და ძალიან მალე, ის სავარჯიშო სესიების სრულად ჩატარებას მოახერხებს.

დე ლიხტს აგვისტოში მხარზე ოპერაცია ჩაუტარდა და მას შემდეგ ნიდერლანდელი ფეხბურთელი სარეაბილიტაციო პერიოდს გადიოდა.

რამდენიმე იტალიური წყაროს ინფორმაციით, დე ლიხტი იუვენტუსს 8 ნოემბერს, ლაციოსთან მატჩში დაუბრუნდება.