Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

დე ლიხტი მოედანს უბრუნდება

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, მომავალი კვირიდან იუვენტუსის თადარიგში მატიას დე ლიხტი ბრუნდება.

ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა მხარზე ოპერაცია აგვისტოში გაიკეთა და მას შემდეგ სარეაბილიტაციო პერიოდს გადიოდა, თუმცა როგორც ჩანს ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და ტურინელებს ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი უბრუნდება.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ მატიასმა ბარსელონასთან თამაში მოახერხოს, რადგან ის სრული დატვირთვით ჯერჯერობით არ ვარჯიშობს, თუმცა სერია ა-ს შემდეგი ტურისთვის ის დიდი ალბათობით განაცხადში იქნება.