Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

დე ლიხტი:“ პირლო უფრო თანამედროვეა, ვიდრე სარი“

მატიას დე ლიხტმა, რომელიც გუნდს 3-თვიანი პაუზის შემდეგ, კალიარისთან მატჩში დაუბრუნდა, სარის და პირლოს ფეხბურთი შეადარა და მიმდინარე სეზონზე ისაუბრა.

„ძალიან მძიმე პერიოდი გამოვიარე და ბევრს ვმუშაობდი, რომ მოედანზე უმოკლეს დროში დავბრუნებულიყავი. როგორც იქნა ექიმებმა მოედანზე დაბრუნების საშუალება მომცეს და ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ გამარჯვების მოპოვება მოვახერხეთ.

„ახლა ჩვენ მენტალურად სულ სხვა დონეზე ვართ. მაღალი პრესინგის თამაშს ჩვენ გასულ სეზონშიც ვცდილობდით, თუმცა პირლოსთან ერთად გუნდი უფრო თანამედროვე ფეხბურთს თამაშობს. ჩვენ ვცდილობთ, რომ თავი ერთი-ერთზე თამაშით დავიცვათ, რაც ძალიან მომწონს, ასე აიაქსში ვთამაშობდი.

„ჩვენ კალიარისთან კარგი შეხვედრა ჩავატარეთ, მაგრამ განვითარების შანსი ჯერ კიდევ გვაქვს. ახლა ჩვენ ჩვენი ძალების 70 პროცენტით ვთამაშობთ და ძალიან მალე 100 პროცენტზეც ავალთ. მიმდინარე სეზონში სერია ა-ში ძალიან ბევრი ძლიერი გუნდია, რაც ჩვენ უფრო მეტ სტიმულს გვაძლევს.

„მილანი, ინტერი, ლაციო, ატალანტა და ნაპოლი… წინ ძალიან ძლიერი ჩემპიონატი გველის, მაგრამ ჩვენ მხოლოდ ჩვენს თამაშზე ვართ კონცენტრირებული და ვიცით, რომ შესანიშნავი შემადგენლობა გვყავს და ტიტულების მოგება შეგვიძლია.“