Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დე ლიხტი:“ რთული შეხვედრა, მაგრამ უმთავრესი მოპოვებული ქულებია“

მატიას დე ლიხტმა სპეციასთან მატჩის შემდეგ, რომელიც ტურინელებისთვის პირველი გამარჯვებით დასრულდა, კომენტარი გააკეთა.

„ძალიან რთული შეხვედრა გამოვიდა, ჩვენ კარგი პირველი ნახევარი ჩავატარეთ, მაგრამ მათ კარგი გოლი გაგვიტანეს და ამან სიტუაცია გაართულა.

„მეორე ტიამის დასაწყისში ჩვენი მეტოქე წინ გავიდა, მაგრამ ჩვენ ვიცოდით, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო გამარჯვება და ის მოვიპოვეთ კიდეც.

„იუვენტუსში ჩვენ მხოლოდ გამარჯვებაზე უნდა ვიფიქროთ, იმედია დღევანდელი გამარჯვება ჩვენი აღზევების დასაწყისი იქნება.

„კრიტიკოსები ? მე ამ საუბრებს ყურადღებას არ ვაქცევ, ჩემი მიზანი ბევრი მუშაობა, პროგრესირება და გუნდისთვის დახმარების გაწევაა.“