Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დე ლიხტი:“ შცდომები ყველას მოსდის, მაგრამ ცუდი მენტალიტეტი დაუშვებელია…“

ბოლონიასთან მატჩის შემდეგ იუვენტუსის მცველმა მატაის დე ლიხტმა კომენტარი გააკეთა.

„ჩვენ ძალიან ორგანიზებულად ვითამაშეთ და დამსახურებული ქულები მოვიპოვეთ, მაგრამ დღესაც გამოჩნდა, რომ ჩვენ შეტევაში თამაში უნდა გამოვასწოროთ და შექმნილი მომენტები უფრო კარგად გამოვიყენოთ.

„მე ყოველთვის მსურს, რომ გავიმარჯვო და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებ. ზოგჯერ ძალიან ვბრაზდები, რადგან ფეხბურთელებს იუვენტუსის მაისურით არასწორი მენტალიტეტით ვხედავ. შეცდომები ყველას მოსდის, მაგრამ ცუდი მენტალიტეტით თამაში დაუშვებელია.

„ჩვენ ეგრედ წოდებული პატარა გუნდების წინააღმდეგ ძალიან ბევრი ქულა დავკარგეთ, რაც დაუშვებელია. მილანის და ინტერის წინააღმდეგ გარანტირებული არაფერი გაქვს, მაგრამ როდესაც ქულებს პატარა გუნდებთან კარგავ, შენს ამბიციებს ძალიან დიდ დარტყმას აყენებ და ჩვენ ამ საკითხზე უნდა ვიმუშაოთ.“