Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დე ლიხტს იუვენტუსის დატოვება სურს ?

ცოტა ხნის წინ ესპანურ მედიაში საკმაოდ მოულოდნელი ინფორმაცია გავრცელდა. გამოცემა Don Balon-ის მტკიცებით, მატიას დე ლიხტმა იუვენტუსის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო და მან მინო რაიოლას ახალი გუნდის პოვნა უკვე დაავალა.

წყაროს ინფორმაციით, დე ლიხტის გაფორმება კატალონიის ბარსელონას სურდა, თუმცა ფინანსური კრიზისის გამო კატალონიელები ნიდერლანდელ ტალანტს ვერც ახლა გაიფორმებენ და მისი დამატების ყველაზე დიდი შანსი ჩელსის აქვს, რადგან ტუხელმა ფეხბურთელის გაფორმება პირადად მოითხოვა.

რამდენიმე კვირის წინ დე ლიხტმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ იუვენტუსის კაპიტნობა სურს და ეს ინფორმაცია მედიის მოგონილ მომდევნო ჭორს უფრო ჰგავს, ვიდრე სიმართლეს, მაგრამ Don Balon-მა ისიც კი დაწერა, რომ იუვენტუსი დე ლიხტს 80 მილიონის სანაცვლოდ შეელევა…