Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დე ლიხტს იუვენტუსში დარჩენა სურს

იტალიური მედიის ინფორმაციით, მატაის დე ლიხტი მზად არის იუვენტუსთან მიმდინარე კონტრაქტი გაახანგრძლივოს და ტურინულ გრანდში დიდი ხნის განმავლობაში დარჩეს.

ბოლო პერიოდში არაერთმა წყარომ დაწერა, რომ ბიანკონერის ნიდერლანდელ ფეხბურთელთან ხელშეკრულების გახანგრძლივება სურს და Calciomercato-ს ცნობით, ამის წინააღმდეგი არც 22 წლის ტალანტი გახლავთ.

მატაის დე ლიხტის სახელი გასული თვეების განმავლობაში არაერთ გრანდს, მათ შორის ბარსელონას და ჩელსის დაუკავშირეს, თუმცა წყაროს მტკიცებით დე ლიხტმა თავის აგენტს მინო რაიოლას უკვე აცნობა, რომ მას იუვენტუსში დარჩენა სურს და მზად არის კონტრაქტი, რომელიც 2024 წლის ზაფხულში იწურება, კიდევ გაახანგრძლივოს.