Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დე ლურენტისი:“ ჩვენ სკუდეტო მოგვპარეს“

ნაპოლის პრეზიდენტის აურელიო დე ლაურენტისის თქმით, მისი მმართველობის დროს გუნდს სკუდეტო უნდა მოეგო, მაგრამ მინიშნება გააკეთა, რომ მათ ტიტული მოპარეს.

„ნაპოლი 2004 წელს ახლიდან დაიბადა. ჩვენ გაკოტრებული გუნდი ჩავიბარეთ, რომელსაც ბურთებიც კი არ ჰქონდა დარჩენილი და მისი სერია ა-ში ამოყვანა იტალიის დაბალი დივიზიებიდან მოგვიწია.

„მას შემდეგ, ჩვენ ძალიან ძლიერი და კონკურენტუნარიანი გუნდი ჰყავს, რომელმაც ზედიზედ 12 სეზონი ევროპაში ითამაშა და არ ვფიქრობ, რომ რომელიმე იტალიურმა გუნდმა ამ პერიოდში იგივეს გაკეთება მოახერხა.

„სამწუხაროდ სკუდეტოს მოგება ვერ მოვახერხეთ, მაგრამ ზოგჯერ უბრალოდ ძლიერი გუნდი საკმარისი არ არის, ზოგჯერ გარკვეული ინციდენტები უდნა აირიდო თავიდან, ზოგჯერ კი შენს ტიტულს სხვა იპარავს.“

ნაპოლიმ 2017-18 წლების სეზონში 38 მატჩში 91 ქულის დაგროვება მოახერხა, მაგრამ ამ ისტორიული შედეგის მიუხედავად მათ ჩემპიონატი იუვენტუსის უკან დაასრულეს.